LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მწვანე სკოლაში” სწავლა დროებით შეწყდა: სკოლაში გლოვის დღე გამოცხადდა

1205
xdbxbcgf

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა “მწვანე სკოლასთან” გაკეთებული წარწერები, რის გამოც ლუკა პოლიციაში დაიბარეს და გავრცელებული ინფორმაციით, მასზე სამართალდამცველებმა ინფორმაციის მოპოვების მიზნით ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს. პოლიციიდან გამოსული მოზარდი მე-9 სართულიდან გადახტა.

სკოლა, სადაც ლუკა სწავლობდა, დღეს დაკეტილია. დილიდან სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეები და პედაგოგები არ გამოჩენილან. “ფორტუნა” ერთ-ერთ მშობელს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა, რომ სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე შეწყდა და სკოლაში გლოვის დღეა გამოცხადებული.

15 წლის მოზარდს გული გაუჩერდა – იაშვილის კლინიკის დირექტორი

ლუკა სირაძის ოჯახს “მწვანე სკოლამ” სამძიმარი უკვე გამოუცხადა.

“უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენითაღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებს მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას,”- ნათქვამია სკოლის დირექციის მიერ გაკეთებულ  განცხადებაში.

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დაკავებულია, თუმცა ის ჩვენების მიცემის დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.  გამოძიება გრძელდება.

დააკავეს გამომძიებელი ქალი, რომელმაც 15 წლის მოზარდი გამოკითხა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g