“მე მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, “ლენდკრუიზერი 105”, რომელიც კიდე უფრო ავაწევინე და მე რომ ეს მანქანა არ მყავდეს, ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ”,-ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
ის ამბობს, რომ მას ძვირადღირებული მანქანა გადაადგილებისთვის სჭირდება, ისევე, როგორც ხარისხიანი ტელეფონი – საკუთარი საქმიანობისთვის.
“ჩემი ეპარქია იწყება 1700 მეტრიდან და უფრო მაღლა, მე მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, “ლენდკრუიზერი 105”, რომელიც კიდე უფრო ავაწევინე და მე რომ ეს მანქანა არ მყავდეს, ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ, მჭირდება მე ეს მანქანა და იცით როგორი გაცვეთილია უკვე? იმიტომ რომ ძალიან ბევრს დავდივარ.
ეს ტელეფონიც ზუსტად ასეთი მჭირდება მე, რომ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ, ინსტრუმენტია ჩემთვის,” – განაცხადა მიტროპოლიტმა.