LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მყინვარწვერზე დაშავებული პოლონელი და უკრაინელი ტურისტები ვერტმფრენით გამოიყვანეს

63
მყინვარი

ყაზბეგში, მყინვარწვერზე ყინულის ფერდის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ტურისტები ტერიტორიიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს.

ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა.

გავრცელებული  ინფორმაციით, ყაზბეგში, მყინვარწვერზე ყინულის ფერდი ჩამოიშალა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი სადაზღვევო კომპანიას დაუკავშირდა, კომპანიამ კი ისინი ყაზბეგიდან ვერტმფრენით გამოიყვანა.

შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც მთამსვლელების ჯგუფი გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად ჯგუფის 5 წევრი დაშავდა.

დაშავებულთა შორის პოლონელი და უკრაინელი ტურისტები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები