ნდობის ჯგუფში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებიდან“ ირმა ინაშვილი იქნება წარდგენილი.
„დღეს თქვეს, რომ სუს-მა უნდა შეისწავლოს კანდიდატების კონტაქტები, ბიოგრაფია, თუ რამდენად სანდოები არიან ნდობის ჯგუფში მონაწილეობისთვის. მზად ვარ შემისწავლოს სუს-მა, თუმცა ეჭვი არ მეპარება რომ ისედაც შესწავლილი ვყავარ. მაგრამ სუს-მა ასევე უნდა შეისწავლოს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების კონტაქტები, გაადაადგილებები, კონტაქტები რუსეთთან და გაარკვევს, ვინ არის რუსეთის აგენტი და ვინ არა. ვგულისხმობ მათ შორის ბოკერიასაც. მე არ მიმიყიდია ჩემი სატლევიზიო პროექტი „გაზპრომისთვის“, – განაცხადა ინაშვილმა.