LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზად ვარ ვესაუბრო პუტინს, თუ ის ნამდვილად გამოავლენს ომის დასრულების ინტერესს“ – ბაიდენი

148
BeFunky-collage - 2022-12-02T011020.338

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ მზად არის.

ბაიდენის თქმით, საუბარი იმ შემთხვევაში შედგება თუ პუტინი ომის დასრულების სურვილს გამოავლენს.

„მაგრამ, როგორც ჩანს, ის არ აპირებს ამას. ის ძალიან მძიმე ფასს იხდის იმისთვის, რომ ვერ შეძლო ამის გაკეთება, მაგრამ წარმოუდგენელ ხოცვა-ჟლეტას ახორციელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ბომბავს საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს. ამაზრზენია ის, რასაც აკეთებს“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბაიდენმა დასძინა, რომ მას არ აქვს პუტინთან კონტაქტის უახლოესი გეგმები, მაგრამ „მზად არის დაელაპარაკოს“ რუსეთის ლიდერს, „თუ რეალურად არსებობს ინტერესი, რომ ის გადაწყვეტს, რომ ეძებს გზას ომის დასრულებისთვის“.

„თუ ეს ასეა, სიამოვნებით დავჯდები პუტინთან, რომ ვნახო, რა სურს მას, რა აქვს მხედველობაში. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. ამასობაში, ვფიქრობ, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ის, რაც თქვა ემანუელ მაკრონმა. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამავე თემაზე:

ეს იმის მტკიცებულებაა, რომ რუსებს რეალური პრობლემები აქვთ: ჯო ბაიდენი ხერსონიდან რუსი ოკუპანტების გასვლაზე

ჯო ბაიდენი: ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს!

გადაწყვეტილი მაქვს, კენჭი მეორე ვადითაც ვიყარო: ჯო ბაიდენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g