LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყვეტილი მაქვს, კენჭი მეორე ვადითაც ვიყარო: ჯო ბაიდენი

47
ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი MSNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „გადაწყვეტილი აქვს, კენჭი მეორე ვადითაც იყაროს“. როგორც ბაიდენი განმარტავს, „ფორმალური“ გადაწყვეტილება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯერ არ მიუღია, თუმცა აპირებს ამის გაკეთებას.

„როგორც კი ეს მოხდება, მე როგორც კანდიდატმა უნდა ვიმოქმედო. ფორმალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ვგეგმავ ამის გაკეთებას – განზრახული მაქვს მეორე ვადითაც ვიყარო კენჭი. ჩემი მეუღლე მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და რომ ეს არ უნდა შევწყვიტოთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g