გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო მიმდინარეობს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 ივნისის იუბილარი ანა გაბეჩავა ადვოკატების თანხლებით მივიდა.
„მზად ვარ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი“ – განაცხადა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამოკითხვაზე მისულმა ანი გაბეჩავამ.
გაბეჩავამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან 15 000 ლარი მოითხოვა წვეულების სტუმრებისგან.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში ანი გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს.