LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზად ვართ, ამერიკამდეც ჩავიდეთ“ – კადიროვის თქმით, თუ პუტინის ბრძანება იქნება, რუსეთის არმიას შეუძლია, კიევამდე მიაღწიოს

137
Untitled design

ჩეჩნეთის ლიდერის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან, მიაღწიონ კიევამდე და აიღონ უკრაინის დედაქალაქი, თუ ასეთი იქნება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანება.

ამის შესახებ კადიროვმა ერთ-ერთ გადაცემასთან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამისთვის ყველა მზად არის:

„ჩვენ გვყავს ცოცხალი ძალა, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს კიევს და აიღოს ის. თუ იქნება უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება, მაშინ თავდაცვის სამინისტროს ჩვენი ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდია, პოლიცია – ყველა მზად არის. როგორც პრეზიდენტი გადაწყვეტს“, – განაცხადა რამზან კადიროვმა.

მანამდე კადიროვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა: „ჩვენ მზად ვართ, ამერიკამდეც კი ჩავიდეთ, მოლდოვას უკან დავტოვებთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g