LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ ამ გამოწვევისთვის: საქართველოს მთავრობამ 4 ძირითადი მიმართულება დასახა

412
89878625-1625659437571954-1116487928395071488-o

კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მთავრობა ახალ ნაბიჯებს დგამს. შემოღებული დამატებითი რეგულაციების გარდა, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ უსაფრთოების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობამ დასახა და რომლის ეფექტიანმა მუშაობამ უნდა გამოიღოს სასურველი შედეგი.

ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, სურსათის მაღაზიისა და აფთიაქის გარდა – პრემიერის საგანგებო განცხადება

“ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძირითადი სისტემური მიმართულება, რომელზეც სრულად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რაშიც წარმატება საშუალებას გვაძლევს ეფექტიანად ვებრძოლოთ ამ ვირუსს.

პირველი: ჯანდაცვის დარგი და მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე;

მეორე: სამოქალაქო წესრიგი, რომელზეც სრულად პასუხისმგებელია შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური;

მესამე: სასურსათო მარაგების მართვა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირება. ამაზე პასუხისმგებელი გახლავთ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

მეოთხე: ყველაზე მნიშვნელოვანი – კრიზისის შემდეგ ყველანი მზად უნდა ვიყოთ, რომ ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მიიღოს მინიმალური ზიანი. ეკონომიკური მიმართულებით პასუხისმგებელი გახლავთ ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი.

კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, სრულიად ვართ მზად, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ჩვენ ვიქნებით ერთ ერთ ყველაზე ეფექტურები ამ ვირუსთან ბრძოლაში”.

როგორც კი საჭირო გახდება, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ – პრემიერი საგანგებო მდგომარეობაზე

პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა შინ დარჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები