LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის მიმართ სამოქალაქო დავას იწყებს

192
მზია ამაღლობელი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და სოზარ სუბარი (1)

ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ამავე გამოცემისა და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის მიმართ სამოქალაქო დავას იწყებს.

„ნეტგაზეთის“ ცნობით, ამაღლობელმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის წინააღმდეგ, სარჩელით 2025 წლის 7 მაისს მიმართა.

საია: „მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მის მიმართ ჩადენილი სხვა დარღვევები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა“

ნონა ქურდოვანიძე: „მზია ამაღლობელს ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძვრეს – მის მიმართ უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას“

„მზია ამაღლობელ აღნიშნული ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჰყავდათ, თუმცა, მიხვდნენ, რომ პლაკატის გამო დაკავების უფლება არ ჰქონდათ, ოქმები გააყალბეს და ჩაწერეს, რომ 173-ე მუხლის ჩადენას ედავებოდნენ“.

„სარჩელით მოთხოვნილია ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის მიერ სხვადასხვა დროს მასობრივი მედია-საშუალებების გზით მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

⭕⬇ სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. ⭕⬇ „ბათუმელების” ცნობით, მზია…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Wednesday 7 May 2025
magti 5g