„როდესაც [ირაკლი დგებუაძემ] შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, წამოვვარდი და ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, ასევე, ვითხოვე საპირფარეშო, დგებუაძემ თქვა, „არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო“, – ამის შესახებ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
მზია ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლის დროს იმ ეპიზოდზე ისაუბრა, რის გამოც ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს და ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს.
როგორც მზია ამაღლობელმა აღნიშნა, პოლიციის სამმართველოში ყველა მომართული იყო, რომ მას არაადამიანურად მოჰქცეოდა.
„შემიძლია, სასამართლოს წერილობით ჩვენება უფრო დეტალურად მივცე. როდესაც [ირაკლი დგებუაძემ] შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, წამოვვარდი და ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, ასევე, ვითხოვე საპირფარეშო.
ერთადერთი ამის თქმა მოვახერხე. დგებუაძემ თქვა, არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო, დაე … თანამშრომლების თანდასწრებით ასე იქცეოდა, რომ მახსოვს გონება გამეთიშა, ცუდად ვიყავი. პოლიციის სამმართველოში ყველა მომართული იყო, რომ არაადამიანურად მომქცეოდა. მახსოვს ვიღაც მამაკაცი ამბობდა ხელბორკილი რატომ არ ადევსო. ხელბორკილები უკან შეუკარით, წინ არაო, ეს არის პოლიციელი დავით ათაბეგაშვილი“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.
⭕💬 „ვინმე დგებუაძემ „დაიგინა“, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ორშაბათი, 14 ივლისი, 2025
ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“