LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზია ამაღლობელის პატიმრობა იქნება უსაფუძვლო, არ დააკმაყოფილოთ პროკურატურის მოთხოვნა“ – საია-ს მიმართვა სასამართლოს

147
2025-01-14_01-15-11_693848

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს, „ნეტგაზეთისა” და „ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითვალისწინებს.

საია მიიჩნევს, რომ ამ საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი.

„პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე ან სხვა ფორმით შეუშლის ხელს გამოძიებას. მზია ამაღლობელის მხრიდან კი არ არსებობს მსგავსი საფრთხეები.

მზია ამაღლობელი არის მაღალი რეპუტაციის მქონე საჯარო პირი, რომელიც მრავალი წელია ხელმძღვანელობს საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებებს. მისი პატიმრობა ამ შემთხვევაში იქნება უსაფუძვლო. მოვუწოდებთ სასამართლოს, არ დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა და დაიცვას როგორც სამართლიანობის პრინციპი, ისე პიროვნების უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჯერ ბრალი წარდგენილი არ არის… დაკავება რა თქმა უნდა პოლიტიკურია…“ – დაკავებული„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოცემის დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელწერილით გაათავისუფლეს, ისევ დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g