LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზის ავტონომიური ელსადგური საქმიან ეზოში

146
125455647-2387948871351426-9184526735768209244-o

პროექტის – ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის (ADA-SFMRD) ფარგლებში, სოფელ ბოდორნას „საქმიან ეზოში“ მზის ავტონომიური მიკროელსადგური დამონტაჟდა, რაც ხელს შეუწყობს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას, შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და დაზოგავს ფინანსურ რესურსებს.

პროექტს ახორციელებს CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად სიღარიბის აღმოფხვრასა და საქართველოს მთავრობის მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, მდგრადი „მწვანე“ განვითარების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია მხარი დაუჭიროს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ტყის რესურსების მდგრადი გამოყენების, მათ შორის, სოფლად მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების განვითარებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g