პირველი მზის ენერგიის ქუჩა საფრანგეთში, ნორმანდიის ერთ-ერთ პატარა სოფელში 23 დეკემბერს გამოჩნდა. გზა დაფარულია 2800 კვ. კილომეტრი ფოტოვოლტური პანელით, რომელიც დღის განმავლობაში 2000-მდე მოტოციკლს მოემსახურება. გზა დღიურად დაახლოებით 767 კვ/სთ ენერგიას ინახავს, რომელიც სავსებით საკმარისია 3400-მდე მოსახლის ქუჩის განათება უზრუნველყოს.
გზის მშენებლობაში ჩართული იყო საფრანგეთის ეკოლოგიაზე ზრუნვის სამსახური. პროექტის ღირებულება დაახლოებით 5.2 მილიონი დოლარია. აღნიშნული ტიპის გზა მანამდე პოლონეთში სატესტო ფაზაში გაეშვა, რომლის შესახებაც ჩვენს საიტზე დაიწერა.
ეკოლოგიური ტრასები გარდა ესთეტიკური მხარისა, ენერგიის გამომუშავების წყალობით, ბიუჯეტს ელექტროენერგიის ხარჯებისგან ანთავისუფლებს.