„ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე თაობაზე, პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა.
“გირჩის” ლიდერის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას განცხადებით, ასეთი სახის ინიციატივები ერთპარტიული არ უნდა იყოს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მე ვერ გამოვასწორებ, მაგრამ როცა ასეთი ინიციატივა იყო, ყველას ვკითხავდი, ერთობლივად ხომ არ შევიტანოთ, ასეთი ინიციატივა-თქო” – აცხადებს ხვიჩია.
ხვიჩია აგრეთვე მიიჩნევს, რომ ინიციატივა არ უნდა ყოფილიყო “ლელოს” მხრიდან
“ეს ერთობლივი ინიციატივა უნდა ყოფილიყო ოპოზიციის”
ინიციატივას არ ეთანხმება “ნაციონალური მოძრაობა.” – პარტიის თავმჯდომარის განცხადებით “პარტიის არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად“.
მელიას საპასუხოდ, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ან არ სცალიათ, ან “ქართულ ოცნებასთან” არიან შეკრულები.
ეტყობა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ სცალიათ, რეგიონებში არიან საარჩევნო კამპანიაში და თბილისში ჩამოსვლა მათთვის მოსახერხებელი არ არის, ან უბრალოდ, შეკრულები არიან „ქოცებთან“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამ დროისთვის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მხარი დაუჭირეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე.
რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თამვჯდომარემაც გააკეთა.
კახა კუჭავა სხდომის ჩატარებას აუცილებლობად მიიჩნევს და ამბობს, რომ ფარული მასალების გავრცელების საკითხზე საპარლამენტო სხდომა შესაძლოა ჩატარდეს არჩევნების შემდეგ