პრეზიდენტის საახალწლო მიწვევაში გასაკვირი არაფერია, დადგა წინასაახალწლო პერიოდი და იმედია, ამაზე მაინც შევთანხმდებით ოპოზიციასთან, რომ ეს პერიოდი ნამდვილად დადგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე ასე უპასუხა:
“ალბათ, “ნაციონალური მოძრაობა” არ აღიარებს, რომ ახალი წელი დგება”, – თქვა მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ მმართველი პარტია ნორმალური პოლიტიკური დიალოგისთვის მზად არის.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის დღეს საახალწლო მიღებას გამართავს. პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. ღონისძიება 19:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრებას გეგმავს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა.