LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს

82
თინა ბოკუჩავა

“გვაქვს რამდენიმე ინიციატივა, რომელიც დღეს გვინდა გავაჟღეროთ.” – პარტია “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანს იბარებს, – ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიზანი უკრაინაში მიმდინარე საკითხები და რეგიონში შექმნილი ახალი რეალობაა.

როგორც ბოკუჩავა აცხადებს, რეგიონში არის სიახლე, რაც საქართველომ უნდა გამოიყენოს.

“სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას ხელისუფლების მხრიდან” – აცხადებს ბოკუჩავა.

მისივე თქმით, უკრაინაში ვიზიტისას გადაწყდა საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ასოცირებული ტრიოს საპარლამენტო ფორმატის გააქტიურება და ერთობლივი ვიზიტების დაგეგმვა ბალტიის ქვეყნებში, უკრაინის რადას წევრებთან ერთად.

აქვე თინა ბოკუჩავას განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავენ ჩრდილოეთის, ბალტიის და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას.

“როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს არის მცდელობა, რომ შეიქმნას ახალი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სარტყელი რეგიონში და საქართველომ უნდა შეძლოს და გამოიყენოს ეს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელი.” – აცხადებს ბოკუჩავა.

“ეს არ არის ნატოსა და ევროკავშირის ალტერნატივა, მაგრამ, როგორც მან განმარტა, ეს არის შესაძლებლობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მივიღოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა და დღეს პარლამენტში ამ საკითხს დააყენებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტული საკითხია და ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია და ამისთვის ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, – განაცხადა მან.

magti 5g