„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსულტაციებისთვის და ქვეყნის მასშტაბით აქციების დასაწყებად ემზადება, ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
“ერთადერთი გამოსავალი არის ხალხის არჩევანი. ვთავაზობთ ხელისუფლებას, გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ერთადერთი გამოსავალია, ხალხმა განსაჯოს, ვინ შეიძლება იყოს მისი მთავრობა. თუ ოცნებას მიაჩნია, რომ ყველაფერი მიდის კარგად, ამის გასასინჯად ვადამდელი არჩევნები საუკეთესოა. ეს არ არის მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა. პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან იქნება კონსულტაცია,” – განაცხადა დეპუტატმა სერგო რატიანმა.