აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის, დავით ფაცაციას გადადგომა მოითხოვეს.
მათი განცხადებით, პრობლემების მოგვარების ნაცვლად, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დავით ფაცაციამ დაწესებულება საოჯახო ბიზნესად გადააქცია.
„სწორედ ამ ადამიანის გულგრილობას შეეწირა დღეს დევნილი პირი, რომელმაც ხელისუფლების უყურადღებობის გამო თავი მოიკლა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
ამავე თემაზე:
დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია