თბილისის მერიასთან, “ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელ აქციაზე დაკავებული 6 პირი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლის განცხადებით, ბრალდების მხარემ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, სადაც მათი ბრალეულობა გამოიკვეთებოდა.
მოსამართლემ სხდომა 17 ოქტომბრამდე გადადო, მანამდე კი ბრალდებას ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მტკიცებულებების მოძიება დაავალა.
მერიასთან დაკავებული 6 პირის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის დაიწყო.