LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მარცხი გრძელდება და ამ პარტიის აღსასრულით დასრულდება.. ხაბეიშვილის ამჩატებული დამოკიდებულება საკითხებისადმი კარგად არ გამოიყურება“ – მიხეილ სარჯველაძე

129
Untitled design (3)

პოლიტიკური მარცხი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიცადა, გრძელდება და ვფიქრობ, მალე ამ პოლიტიკური პარტიის სრული აღსასრულით დასრულდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებასა და ხელმოწერას არაოფიციალურ დოკუმენტზე, რომ მელიას პარტიის წევრად არ განიხილავს და მას „ამჩატებული“ უწოდა.

„შთამბეჭდავი სცენა იყო, არ ვიცი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამაზე რამდენად შეიძლება, ეს ყველაფერი ემსგავსება თამაშს და ეს არასერიოზული დამოკიდებულება მაინც და მაინც კარგი სანახავი არ არის, რადგან საკმაოდ მსხვილი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც ჰქონდა მსხვილი ამბიციები, გასაგებია ახლა რა მდგომარეობაშია, მაგრამ მისი ლიდერის ასეთი ამჩატებული დამოკიდებულება საკითხებისადმი, არ გამოიყურება კარგად.

ამ პოლიტიკურ პარტიაში არამც თუ წერტილის დასმა არ გამოიწვია ამან, არამედ ახალი მწვავე კონფლიქტების საფუძველი გახდა, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან უკვე გამოიხატა განცხადებებში,“- განაცხადა სარჯევლაძემ.

ინფორმაციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„ჟურნალისტის კონსპექტს პარტიის თავმჯდომარე ხელს აწერდეს, მსგავსი რამ თუ მენახოს, რა საცოდაობაა“ – ეკა ხერხეულიძე

გადაცემის წამყვანებმა ხაბეიშვილს წერილობით გააცნეს შეკითხვა: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი“ და შესაბამისი ფურცელი გადასცეს, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა:

„არ ირიცხება, არ ირიცხება, რა ვიცი. ეს თუ ამთავრებს ამ თემას…. არ არის. არ არის, არ წარმოადგენს [ნაციონალურ მოძრაობას]“.

ამის შემდეგ ხაბეიშვილმა საკუთარი პასუხი ფურცელზე ხელმოწერით დაადასტურა.

„მიშა პარტიაში არსად არ არის, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს და ყველა თანხმდება – ყველგან არის.. ხაბეიშვილი არის, მაგრამ – არსად არ არის“ – გია ხუხაშვილი ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g