LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს შეხვდნენ

370
fortuna.ge - 2022-03-25T183430.020

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები კიევში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ანდრეი ერმაკს შეხვდნენ.

შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს მეგობართან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა:

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის უფროსთან. საქართველოს მეგობართან”, – წერს დეკანოიძე.

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს ხატია დეკანოიძე, პეტრე ცისკარიშვილი და დავით ხაჯიშვილი შეხვდნენ.

შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციითვე, გუშინ უკრაინის უმაღლეს რადაში გამართულ სხდომას, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან – ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად ხატია დეკანოიძე, დავით ხაჯიშვილი და პეტრე ცისკარიშვილიც ესწრებოდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g