უგემრიელესი ქართული კერძები სახლში მოტანით და თანაც, უფასოდ – ამ ყველაფრის შესაძლებლობას მოხმარებელს რესტორან „ნადიმის სახლისა“ და კომპანია WOLT-ის თანამშრომლობა აძლევს.
„ნადიმის სახლი“ ნაძალადევზე უკვე WOLT-ზეა და მსურველს შეუძლია ჩამოტვირთოს WOLT-ის აპლიკაცია, ეწვიოს ვებგვერდს wolt.com, გამოიძახოს „ნადიმის სახლის“ კერძები და ისარგებლოს მიტანის უფასო სერვისით.
როგორც „ფორტუნას“ რესტორნის მენეჯმენტში განუცხადეს, მიტანის სერვისი უფასო ერთი კვირის განმავლობაში იქნება, ამიტომ, ვისაც სურს უგემრიელესი ქართული კერძების დაგემოვნება, უნდა იჩქაროს.
„ჩვენი რესტორანი გამოირჩევა ქართული კერძების მრავალფეროვნებით, გვაქვს უამრავი დასახელების კერძი, რომლებიც მზადდება ნატურალური ნედლეულით. კერძების მოსამზადებლად საჭირო პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოგვაქვს“, – აცხადებენ „ნადიმის სახლში“.
მათივე ინფორმაციით, რესტორანი კვირაში 7 დღე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას. ადგილზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული – მათ შორის : პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური შეფმზარეულები.
ცნობისთვის, „ნადიმის სახლი“ მდებარეობს ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის 2-ში,გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ.
R