პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით პოლიტსაბჭოზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე უნდა იყოს მსჯელობა.
„მთავარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე უნდა იყოს მსჯელობა პოლიტსაბჭოზე, იმ სასამართლო პროცესებზე, რომელიც მიდის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევას, ღია თუ ფარული არჩევნები. ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა ამას არ აქვს. მთავარია, ეს არჩევნები სწრაფად ჩატარდეს და ეს ტურბულენტობა, რაც არის სწრაფად მოიხსნას და ყველა ერთად მთავარ საკითხებზე ვკონცენტრირდეთ. ახლა მთავარია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა. არჩევნების შემდგომ არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშანი, რომ დახურულ სისტემაში ამ პარტიის არაკეთილმოსურნეები ჩაერივნენ ამ არჩევნებში, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ამას, მთავარია, რომ სწრაფად დასრულდეს არჩევნები“, – განაცხადა ნადირაძემ.
მისივე თქმით, დღეს პარტიას ყველაზე მეტად ლევან ხაბეიშვილის შრომისუნარიანობა, მისი მებრძოლი ხასიათი და შრომისმოყვარეობა სჭირდება.