LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაძალადევის რაიონში ახალი სკვერის მოსაწყობად 510 000 ლარი დაიხარჯა

170
1

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მიკრორაიონის I კვარტალში 7 400 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ფილები და საპარკე ინფრასტრუქტურა; ხე-მცენარეების 500-მდე ნერგი დაირგო, ასევე, მოეწყო ბალახის საფარი.

ახალი სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„ზღვისუბანს კიდევ ერთი ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე შეემატა. მიუხედავად ზამთრის პერიოდისა, ბავშვები და მოზარდები სკვერში მთელი დღის განმავლობაში თამაშობენ. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ დაზიანებული ინფრასტრუქტურა და ძველი ატრაქციონები იყო. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო, ასევე, შესრულდა გამწვანების სამუშაოები. სკვერი ზღვისუბნის ცენტრალურ გზასთან ახლოს არის, შესაბამისად, ამ დასახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ მიმდინარე წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობას“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 510 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები