LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაძალადევის, ვაკის, მთაწმინდის, ისნის კრწანისის, გლდანის და საბურთალოს რიონის მოსახლეობის ნაწილს  ელექტრომომარაგება შეეზღუდება

101
შუქი

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის, ვაკის, მთაწმინდის, ისნის კრწანისის, გლდანის და საბურთალოს რიონის მოსახლეობის ნაწილს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ქვიშხეთის, მანჯგალაძის, სააკაძის და ხევსურეთის ქუჩების მოსახლეობას;

ვაკის რაიონი – 09:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას;

მთაწმინდის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუჩიშვილის, კოსტავას და ღამბაშიძის ქუჩების მოსახლეობას;

ისნის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას;

კრწანისის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და სოფელ ფონიჭალის მოსახლეობას;

გლდანის რაიონი – 10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის პირველი მიკრორაიონის მოსახლეობას;

საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას; 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის მოსახლეობას; 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, მუხათგვერდის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის, ვეფხისტყაოსნის და თინათინის ქუჩების მოსახლეობას; 14:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, დელისის, ნადარეიშვილის და იოველ ჯებაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g