LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაძალადევში, ძველი საწარმოს ადგილას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბანი შენდება

188
1638361566-image-safe-zone-check

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „ლივინ დეველოპმენტი“ ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის პროექტს ახორციელებს. 

აღნიშნული პროექტი ორ 12 სართულიან და ორ 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, 4,800 კვ.მ.ზე მეტ გამწვანებულ სივრცეს და 200 საპარკინგე ადგილს გააერთიანებს. ტერიტორიაზე 600 მეტრზე მეტი სიგრძის ველობილიკი, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები განთავსდება.

გარდა ამისა, თანამედროვე უბანი გააერთიანებს 7 პენტჰაუსს, 42 ბინას დამოუკიდებელი გასასვლელით გამწვანებულ ეზოში და ცალკე მდგომ კომერციულ ფართს მიწისქვეშა პარკინგით.

„ლივინ დეველოპმენტის“ ახალი პროექტი ძველი საწარმოს ადგილას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის მოწყობას გულისხმობს. უბანი ავტომობოლებისგან თავისუფალ, მყუდრო ტერიტორიაზე 460 ზე მეტ საცხოვრებელ ბინას და სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს. პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის თანამედროვე სტანდარტებთან და მაცხოვრებლების მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს“, – აცხადებს „ლივინ დეველოპმენტის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი, მამუკა წერეთელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g