საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ე.წ აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მაკა ჩიჩუა აღშფოთებას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ხალხს დასცინის.
“ნაძირლებო !!! მიადექით ხო უქონელ , გაუბედურებულ , შეციებულ მშიერ ადამიანებს !!!!!!!!!!!
ასე რამ გაგამხეცათ თუ დამკვეთებს თუ შემსრულებლებს მივმართავ !!!!
ხალხს გარეთ ტოვებთ სიცივეში და კიდეც დასცინით თქვე ურჯულოებო !!!”-წერს მაკა ჩიჩუა.
ცნობისთვის, დღეს აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა.
შსს-ს ცნობით, დაკავებულია 8 ადამიანი.