LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაღდ ფულს აღარ ვიყენებთ, სტუმრად აღარ დავდივართ – პანდემიამ თბილისელების ქცევა შეცვალა

642
Metro-Stations-Liberty-Square-Metro-Station-Akhmeteli–Varketili-Line-Tbilisi-1

2020 წელს პანდემიის პირობებში, თბილისელების ქცევა სხვადასხვა აქტივობების კუთხით მნიშვნელოვნად შეიცვალა. კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“ დაინტერესდა, 2020 წლის 14-15  მარტის მონაცემთან შედარებით, რა ფორმით შეიცვალა ქცევა შეზღუდვების გამკაცრების ფონზე.

2020 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ  შეცვალა ქცევა სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად: რესპონდენტების 51%-მა შეამცირა და მათ შორის 12% საერთოდ აღარ იყენებს ნაღდ ფულს; პარკებში და სკვერებში სიარული შეწყვიტა 36%-მა; რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას (ვარჯიში სახლში, ქუჩაში, სტადიონზე) გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 22%  აღარ ახორციელებს.

2020 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სტუმრად სიარული გამოკითხული რესპონდენტების 40%-მა, ხოლო, 2020 წლის 11-13 დეკემბრის მონაცემის მიხედვით, რესპონდენტების 55%-მა შეწყვიტა. შესაბამისად, სახლში სტუმარს მარტის მონაცემის მიხედვით 36%, ხოლო დეკემბრის მონაცემის მიხედვით, 56% აღარ ეპატიჟება.

რაც შეეხება დაბადების დღეებზე და პანაშვიდებზე სიარულს, 2020 წლის დეკემბრის მონაცემის მიხედვით, კიდევ უფრო შემცირდა. მარტში 43%, ხოლო დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 60% უფრო ნაკლებად, ან საერთოდ აღარ ახორციელებს აღნიშნულ აქტივობას.

კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2020 წლის 11-13 დეკემბერს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g