შვეიცარიელმა ხელოვანმა ძმებმა ფრენკ და პატრიკ რიკლინებმა შექმნეს სასტუმროს ნომრის ინსტალაცია, რომელსაც არც კედლები და არც კარები არ აქვს. ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ამ „სასტუმროს“ ღამეში 275 ფუნტ სტერლინგად აქირავებენ და ტურისტებს ღამის გასათევად ეპატიჟებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
არტ ინსტალაცია the Zero Star (0 ვარსკვლავი) შვეიცარიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ბენზინგასამართი სადგურის სიახლოვეს მდებარეობს. იმპროვიზებული ნომერი წარმოადგენს ხის პლატფორმას, რომელზეც ორადგილიანი საწოლი და სეიფია განთავსებული. ამასთან, ჭერი, კედლები და კარები „ნომერს“ არ აქვს.
ხელოვანთა თქმით, მათ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ისეთი გლობალური პრობლემებისკენ სურთ, როგორიცაა – ომი, კლიმატის ცვლილება და სოციალური უთანასწორობა.
უკედლებო ოთახის დაჯავშნა 1-ლი ივლისიდან 18 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.