LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში ახალი სასტუმროების მშენებლობას აკრძალავენ

114
imrs.php

ამსტერდამში ახალი სასტუმროების, ჰოსტელების თუ მოტელების აშენების უფლებას აღარ გასცემენ. ამიერიდან მსგავსი მშენებლობები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, თუკი არსებული სასტუმრო დაიხურება. ამის შესახებ The Washington Post წერს.

ასევე, ახალი სასტუმრო ძველზე უკეთესი უნდა იყოს – მაგალითად, უფრო ტექნოლოგიური ან უფრო ეკოლოგიური. ამასთან, დაუშვებელი იქნება, რომ მცირე სასტუმრო რამდენიმე ნომრით – ბევრად დიდი სასტუმროთი ჩანაცვლდეს.

ახალი აკრძალვა არ ვრცელდება იმ სასტუმროებზე, რომლებმაც მშენებლობის უფლება უკვე მიიღეს და ასეთი დაწესებულებების რიცხვი დაახლოებით 20-ია.

ინიციატივის მიზანი ზედმეტ ტურიზმთან ბრძოლაა. ბოლო წლების განმავლობაში ამსტერდამი იმ ტურისტების ნაკადებს ებრძვის, ვინც ქალაქს არა ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა თუ კულტურისთვის, არამედ მეტი სასმლისა და ნარკოტიკისთვის აკითხავს. ასეთი ვიზიტორები ღამით ხმაურობენ, აბინძურებენ ქალაქს და ძალიან უცერემონიოდ იქცევიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები