ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში ახალი ნამუშევრის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს. ციკოლიამ იმ საათის დიზაინი წარმოადგინა, რომლის წარმოებასაც საქართველოში გეგმავს.
„წარმოგიდგენთ პირველი საათის ნიმუშს – DESIGNED AND ASSEMBLED IN GEORGIA. ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯები საათების საქართველოში საწარმოებლად. შვეიცარული ავტომატური მექანიზმი Sellita SW200; საფირონის მინა 5 ატმ ჰერმენტულობით; 46მმ-იანი უჟანგავი ფოლადის ბუდით და ორიგინალური ციფერბლატით,“- წერს ზვიად ციკოლია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ახალი საათის ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„მზად ვარ რომ დავტესტო; სუპერ, როცა გამოვა, აუცილებლად შევიძენ; ეს სულ სხვა დონეა; ოპააა ეს რა მაგარი ამბავია!! წარმატება დიდი ამ უმაგრეს წამოწყებაში!! პირველი მერცხალი რომ ხარ ყველაფერში მაგარია!!; გავგიჟდი, გადავირიე და ჭკუიდან შევიშალე; აი, ეს რაღაცა სხვა განზომილებაა, უბრალოდ გენიალურია!“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.