LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ ფილმის, „შიმშილის თამაშები: გველებისა და მომღერალი ჩიტების ბალადა“ „თრეილერი“, რომელიც მოსვენებას დაგიკარგავთ

243
page

ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Lionsgate „შიმშილის თამაშების“ ახალ ნაწილზე მუშაობდა და აი, რამდენიმე საათის წინ, ფილმის საოცრად შთამბეჭდავი „თრეილერი“ გამოქვეყნდა.

დისტოპიური საგის ახალი ფილმის სახელწოდებაა, „შიმშილის თამაშები: გველებისა და მომღერალი ჩიტების ბალადა“ ფილმი, კვლავაც სიუზენ კოლინზის რომანს ეფუძნება, მოქმედება ქეთნის ევერდინის ეპოქამდე ათწლეულებით ადრე ხდება. სიუჟეტი ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს გარშემო ვითარდება.

„შიმშილის თამაშების“ ახალ ფილმში ტომ ბლითს, რეიჩელ ზეგლერს, ოსკაროსან ვაიოლა დევისს, ჰანტერ შაფერსა და „სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავს, პიტერ დინკლეიჯს ვიხილავთ. ფილმის პრემიერა 17 ნოემბერს შედგება.

პიტერ დინკლეიჯი „შიმშილის თამაშების“ „პრიქველში“ ითამაშებს

„შიმშილის თამაშები“ 10 წლის შემდეგ ბრუნდება, ცნობილია პრემიერის თარიღი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები