„ნეტფლიქსმა“ „გვირგვინის“ მე-5 სეზონის პირველი „ტრეილერი“ გაავრცელა. ორწუთნახევრიანი ტრეილერი სეზონის სიუჟეტზე ბევრ რამეს გვეუბნება. აღსანიშნავია, რომ სეზონს, რომლისადმი მოლოდინი დედოფალი ელიზაბეთის გარდაცვალებამ განსაკუთრებით გაამძაფრა, მაყურებელი ნოემბერში იხილავს. სამეფო ოჯახის შესახებ შექმნილი სერიალის მე-5 სეზონში ახალ მსახიობებს შევხვდებით.
პრინცესა დაიანას როლს ელიზაბეთ დებიკი ასრულებს, პრინც ჩარლზს დომინიკ უესტი, ელიზაბეთ II-ის როლს კი იმელდა სტონტონს ირგებს.
ცნობისთვის, ამჟამად მე-6 სეზონის გადაღებები მიმდინარეობს. მე-5 სეზონის პრემიერა კი 9 ნოემბერს შედგება.
ელიზაბეტ დებისკი პრინცესა დაიანას როლში შეუდარებელია – ბოლო კადრი „გვირგვინის“ გადაღებებიდან
გასაოცარი მსგავსება – ელიზაბეტ დებისკი პრინცესა დაიანას როლში „გვირგვინის“ გადაღებებზე