ათენის გარეუბანში მცხოვრები Lamborghini Huracan-ის მძღოლი ბოროტმოქმედთა მსხვერპლი გახდა. ქურდებმა სუპერქარს საბურავები, სამუხრუჭე დისკები მოჰპარეს და მდიდრული სუპერქარი აგურებზე დატოვეს. მძარცველთა ცხელ კვალზე პოვნა ვერ მოხერხდა. ბერძნული პოლიციის შეფასებით, ზარალის ოდენობა 40 ათას ევროზე მეტია.
მართალია, Lamborghini დაზღვეულია, თუმცა დაზარალებულს კომპენსაციის მისაღებად და მის შესაკეთებლად გარჯა მაინც მოუწევს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბურავების გარეშე დარჩენილი სუპერქარი ადგილობრივ ბლოგერს ეკუთვნის.
დაზარალებული პოლიციის ქმედებით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. როგორც მან განაცხადა, სამართალდამცავები 3 საათის განმავლობაში ცდილობდნენ დეტალებში გარკვევას, შემდეგ კი განაცხადეს, რომ ვერაფერს გააკეთებდნენ და დანაშაულის ადგილი მშვიდად დატოვეს.