LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, როგორ გამოიყურება 1500 ნაწილად დაშლილი Lamborghini Miura

lmb

შვეიცარიელმა ფოტოგრაფმა ფაბიან ოფნერმა თავისი ახალი ნამუშევარი  – ნაწილებად დაშლილი Disintegrating X წარმოადგინა. როგორც წესი, თავისი პროექტებისთვის ხელოვანი მასშტაბურ მოდელებს იყენებს ხოლმე, თუმცა ამჯერად მან მხოლოდ ნამდვილ ავტომობილზე იმუშავა.

1972 წლის მოდელი Lamborghini Miura SV ოფნერს მისმა მეგობარმა ათხოვა. ავტომობილს უახლოეს მომავალში მაინც რესტავრაცია ელოდა, ამიტომ მისი დაშლა ურიგო აზრი ვერ იქნებოდა.

საბოლოო კადრის შექმნას 2 წელი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში ოფნერი Lamborghini-ს ქარხანას თითქმის ყოველ დღე აკითხავდა და რესტავრაციის ყველა ნაბიჯს დეტალურად იღებენ. მთლიანობაში სპორტქარს 1500 დეტალი მოხსნეს და საბოლოო კადრიც მათ გრაფიკულ მიქსს წარმოადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები