ნიუ-იორკში გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართა, სადაც უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდა. მათ შორის იყვნენ ალეკ და ჰილარი ბოლდუინებიც. აღსანიშნავია, რომ წყვილს ორი თვის წინ მე-7 შვილი შეეძინა. ეს მათი პირველი გამოჩენაა ბოლო თვეების განმავლობაში.
38 წლის ჰილარი მშობიარობის შემდეგ შესანიშნავად გამოიყურება. მას წითელ ხალიჩაზე გვერდებზე ჩახსნილი შავი ხავერდის კაბა ეცვა, რომელსაც თეთრი ბაფთა ამშვენებდა. აღნიშნულ „ლუქს“ 7 შვილის დედამ ბრჭყვიალა, ვერცხლისფერი ფეხსაცმელი შეუხამა. რაც შეეხება ალეკს, მას კლასიკური, შავი კოსტიუმი ეცვა.
ცნობისთვის, მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ, ჰილარი ბოლდუინი მე-8 შვილზე ალაპარაკდა.
„ჩვენ ძალიან დიდი და მხიარული ოჯახი გვაქვს, მე და ალეკმა გადავწყვიტეთ, რომ ამაზე შევჩერებულიყავით, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, დრო გვიჩვენებს“, – აცხადებს ჰილარია.
ალეკ და ჰილარი ბოლდუინებს მეშვიდე შვილი შეეძინათ – პირველი კადრები სამშობიარო ბლოკიდან