ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, მანჩი გაბელია აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ისვამს თვალზე ლაინერს მაშინ, როდესაც სახურავზეა მოკალათებული და ხანრძის ადგილიდან ჩართვისთვის ემზადება:
„დასტური იმისა, რომ როცა საქმეს სჭირდება ლაინერის წასმა მოვლენების ეპიცენტრში) ცეცხლში, წვიმაში და ქარბუქშიც შემიძლია, მათ შორის სახურავზე“.
მანჩიმ, როგროც ჩანს, სამსახურში მაკიაჟის გაკეთება ვერ მოასწრო და გადაწყვიტა, ჩართავამდე რამდენიმე წუთით ადრე ეს სახურავზე გაეკეთებინა.
მანჩი გაბელია:
სავაჭრო ცენტრში ხანძარი დილით გაჩნდა, ტელევიზიიდან რამდენიმე ჯგუფი გავვარდით. ამ დროს ვიზუალი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, არ მიფიქრია. როცა ყველაფრის გადაღებას და გადაგორებას მოვრჩით, ჩართვამდე 4 წუთი იყო დარჩენილი, მივხვდი, რომ არც თუ ისე საეთეროდ გამოვიყურებოდი. სახურავზე მაკიაჟის გაკეთება რთული არ იყო, უარეს პირობებშიც ადაპტირებული ვარ, მაგრამ ქარის გამო სულ კვამლში ვიდექით და ცოტა თვალები მეწვოდა…
ლაშამ, ჩვენმა ოპერატორმა, თურმე ვიდეო გადაიღო, როგორ ვიკეთებ მაკიაჟს. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ იმ მომენტში იქ მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის არაემოციური ან სულ ერთი იყო, პირიქით. უბრალოდ ესეც საქმის ნაწილია…“