7 იანვარს, გუდარუმა თეონა კონტრიძესა და მის ბენდს უმასპინძლა. თეონამ თავისი რეპერტუარი შესთავაზა ღია ცის ქვეშ შეკრებილებს, მათ შორის გახლდათ სიმღერა „ბრილიანტის ხელი“-დან, რომელსაც ქართველი შემსრულებელი პუბლიკას ხშირად წარუდგენს ხოლმე, საკუთარი ვერსიით.
თეონა კონტრიძე ბრჭყვიალა დეკოლტირებულ კაბაში იყო გამოწყობილ, სცენა თბებოდა, ამიტომაც, როგორც ჩანს, არ გაუჭირდა გუდაურის სიცივესთან გამკლავება. ამ სიმღერის შესრულებისას თოვლიც წამოვიდა, თუმცა ამას მომღერალი არ გაუჩერებია და ყინვაში კარგი შოუ შესთავაზა შეკრებილებს.
ვიდეო: ელენე დუმბაძე