LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა კონტრიძე: „აფხაზი ბავშვები მეკონტაქტებიან და სამწუხაროდ, ჩვენ მათ არ ვუნდივართ…“

170
teonakontridze10

თეონა კონტრიძე ნოე სულაბერიძის გადაცემას ესტუმრა და ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, აფხაზებთან საკუთარ ურთიერთობაზე და აღნიშნა:

თეონა კონტრიძე:

„მაქვს საშუალება, რომ აფხაზეთში ჩავიდე. იქაურმა ძალიან დიდმა ადამიანმა მოსკოვში მითხრა, თეონა, შენ თუ ასე გენატრება, ჩამოდი სენაკამდე, გამოგიგზავნი ვერტმფრენს და გადმოგაფრენო. მე ვუპასუხე, ლევან, არა, ჩემს ერს თუ არ შეუძლია თავის მიწაზე შესვლა, მე რა მესაქმება იქ? მიუხედავად იმისა, რომ გაგრა ისე მენატრება… თვალები რომ შემიხვიო, სუნით ვიცნობ. თუ ყველას არ შეგვიძლია იქ ჩასვლა, ცხოვრება, ბედნიერება, რა მესაქმება?“

ნოე სულაბერიძის კითხვაზე, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ თავისუფლად შევძლოთ აფხაზეთში შესვლა, თეონა პასუხობს:

„ამის რეცეპტი რომ ვინმემ იცოდეს, აქამდე გააკეთებდნენ, ჩვენზე ბევრად ჭკვიანი ხალხის ხელშია ეს ყველაფერი, თუმცა მეც მგონია, რომ სახალხო დიპლომატია გაიმარჯვებს. მეორე თემაცაა, აფხაზი ბავშვები მეკონტაქტებიან და სამწუხაროდ, ჩვენ მათ არ ვუნდივართ…

ყველაზე გულწრფელი მინდა მათ მიმართ ვიყო და ვთქვა, რომ მე ვთვლი აფხაზებს ყველაზე ლამაზ ქალებად და კაცებად. ჩვენ ყველაზე ახლო ლინკი გვაკავშირებს ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ეთნოგენეზი სხვადასხვა გვაქვს, ერთ მიწაზე და ერთ კულტურაში ვართ ნაცხოვრები მრავალი საუკუნე. ეს არ არის სამართლიანი, რაც ჩვენ შორის ხდება. მე ვიცი, რომ აფხაზეთში დაიდგა ოპერა, რომელსაც ჰქვია მედეა. მედეა იყო კოლხი. აფხაზეთი არის კოლხეთი. კოლხეთი კოლხების გარეშე, მე მგონი, არ უნდა არსებობდეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები