გუდიაშვილის მოედანზე პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის პროცესი.
ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 28 შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 24 ძეგლი.
შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო , ხოლო, მისი ძირითადი ნაწილის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
ინფორმაციას და ფოტომასალას თბილისის განვითარების ფონდი ავრცელებს.