საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერასის ფოტოებს აქვეყნებს.
ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დაკვეთით შპს ,,ანაგიმ“ განახორციელა.
ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა შეჩერდა
"მიმდინარეობს დაფინანსების ალტერნატიული ფორმების მოძიება იმისათვის, რომ პროექტი დავასრულოთ"
შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთანაკადის ყოველწლიურად მატების გამო, სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაა დაწყებული. ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 ჯერ გაიზრდება.