LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორი იქნება მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ლუქს კროსოვერი

18
astonmartin-dbx

Aston Martin თავისი პირველი და ერთადერთი ყველგანმავალის DBX-ის „ცხელ“ ვერსიას ამზადებს. როგორც მოსალოდნელია, სიახლე ძრავ V12-ს მიიღებს და ის ყველაზე მძლავრი იქნება. ანუ უფრო ძლიერი ვიდრე 680 ძალის Porsche Caynne Turbo S E-Hybrid ან 650 ძალის Lamborghini Urus.

გასულ კვირას Aston Martin-მა პირველი ვიდეო-თიზერი უკვე გაავრცელა და მასში სიახლის დეტალები იყო ასახული. ამჯერად გავრცელდა ვიდეო, სადაც DBX პროფილშია გადაღებული. კროსოვერი დაბურულია, თუმცა სტანდარტული ყველგანმავლისგან განმასხვავებელი რამდენიმე დეტალის შემჩნევა მაინც შესაძლებელია.

ასეა თუ ისე, ავტომოყვარულებს დიდი ხანი ლოდინი ნამდვილად არ მოუწევთ, სიახლის პრემიერა 2022 წლის 1-ლი თებერვლისთვისაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები