“სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნა ელიტური კორუფციის სქემა” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“ნახევარი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული ბოტოქსებში, ეპილაციაში და გასახდომ პროცედურებში”- შალვა პაპუაშვილი
“კორუფციის საქმეს, სადაც საუბარია ბიუჯეტიდან დახარჯულ 9 მილიონზე “პიჯაკების საქმეს” უწოდებენ, რაც აჩვენებს მათ დამოკიდებულებას გადასახადების გადამხდელთა მიმართ.” – აღნიშნავს პაპუაშვილი
მიხეილ სააკაშვილის ხარჯებთან დაკავშირებით საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტმა 40 000 დოლარით საკუთარი შვილის სწავლა დააფინანსა, საქართველოს ყველაზე ძვირ სკოლაში – ზალდასტანიშვილის აკადემიაში.
“საუბრობენ იმაზე, რომ თითქოსდა, ეს იყო რაიმე დასაბუთებული ხარჯი. ამაში იმხელა უტიფრობაა ჩადებული, რომ შეუძლებელია, კომენტარიც გააკეთო. თუ სასამართლოს მიერ ელიტური კორუფციის საქმე დამტკიცდება, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, თუ როგორ მოქმედებდა “ნაციონალური მოძრაობა” – აღნიშნავს პაპუაშვილი.
“გიგი უგულავას შემთხვევაში 48 მილიონის საქმე ვნახეთ, დავით კეზერაშვილის შემთხვევაში – 5 მილიონი ევროს კორუფციის საქმე. ფაქტობრივად, მან ხუთი მილიონი ევრო ჯიბეში ჩაიდო, როცა თითქოსდა წვრთნები ჩაატარა, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე იყო გაწერილი,”- განაცხადა პაპუაშვილმა.