LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკრებებს ჩემპიონთა ლიგა გაუკეთეს: უეფამ ეროვნული ლიგა დაამტკიცა

45

უეფამ ნაკრებებისთვის ეროვნული ლიგის შექმნა ოფიციალურად დაადასტურა. ეროვნულმა გუნდებმა ერთგვარი ჩემპიონთა ლიგა მიიღეს.

ტურნირში, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან აიღებს სტარტს, 55 ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. პირველი თამაშის თარიღია 6 სექტემბერი.

ნაკრებები სიძლიერის მიხედვით ოთხ ჯგუფად დაიყოფიან: 12 უძლიერესი მოხვდება A ჯგუფში; შემდეგი 12 – B ჯგუფში; შემდეგი 15 – C ჯგუფში და ბოლო 16 – D ჯგუფში.

ჯგუფებში გუნდები ქვეჯგუფებად დაიყოფიან: A და B ჯგუფში იქნება ოთხ-ოთხი ქვეჯგუფი, თითოში სამი გუნდით; C ჯგუფში – ერთი ქვეჯგუფი სამი გუნდით და სამი – ოთხი გუნდით; D ჯგუფში – ოთხი ქვეჯგუფი თითოში ოთხი გუნდით.

2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში მატჩები ქვეჯგუფებში წრიული სისტემით ჩატარდება. A ჯგუფში ქვეჯგუფების გამარჯვებულები 2019 წლის ივნისში გაითამაშებენ უეფას ეროვნული ლიგის ტიტულს – გაიმართება ერთგვარი ოთხთა ტურნირი ორი ნახევარფინალით, მესამე ადგილისთვის მატჩითა და ფინალით. მასპინძელი ქვეყანა ამ ოთხიდან ერთ-ერთი იქნება და მის შესახებ 2018 წლის დეკემბერში გამოაცხადებენ.

B, C და D ჯგუფების ქვეჯგუფებში ოთხ-ოთხი გამარჯვებული ერთი კლასით წინ წაიწევს, A, B და C ჯგუფების ქვეჯგუფებში ბოლო ადგილზე გასულები კი დაქვეითდებიან.

გუნდების გადანაწილება ჯგუფებში უეფას რეიტინგის შესაბამისად მოხდება. ამ მომენტისთვის, რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ნაკრები ყველაზე სუსტ – D ჯგუფში მოხვდებოდა ლიტვის, ბელარუსის, სომხეთის, მაკედონიის, ფარერების, ლუქსემბურგის, ლატვიის, მოლდოვას, ყაზახეთის, ლიხტენშტაინის, ანდორას, მალტას, კოსოვოს, სან მარინოსა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად.

პარალელურად, შენარჩუნდება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, სადაც ევრო 2020-ის 20 საგზური გათამაშდება. ოთხი საგზურის მფლობელი კი უეფას ეროვნულ ლიგაზე გათამაშდება.

&nbspუეფამ ნაკრებებისთვის ეროვნული ლიგის შექმნა ოფიციალურად დაადასტურა. ეროვნულმა გუნდებმა ერთგვარი ჩემპიონთა ლიგა მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები