LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნამახვანჰესის” ინვესტორი $120 მილიონის მოცულობის ქონების გადასახადს გადაიხდის: ნათია თურნავა

100
turnava-20-51-43

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, “ნამახვანჰესის” ინვესტორი $120 მილიონის მოცულობის ქონების გადასახადს გადაიხდის. მისივე განცხადებით, მიწის გადაცემა საინვესტიციო პირობების შესრულების სანაცვლოდ წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკაა, რაც გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ ხდება, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიცია და ქონების გადასახადის გადახდა, ასევე 28 კილომეტრის გზის მშენებლობა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემა.

“ეს არ არის მიწების უპირობო გადაცემა. ეს არის პირობა, რომ აშენდება პროექტი და 28-კილომეტრიანი გზა შემდეგ გადაეცემა სახელმწიფოს, რომ ქონების გადასახადი იქნეს გადახდილი. 120 მილიონი დოლარის ქონების გადასახადს გადაიხდის ინვესტორი ამ პერიოდში [ჰესის ექსპლოატაციის პერიოდში]. საინვესტიციო პირობით მიწების გადაცემა მიღებული პრაქტიკაა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ მომხდარა. ჩვენ პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ეს კონცეფცია გვაქვს, გადავცემთ მიწას და ინვესტორისგან ველით საინვესტიციო პირობების შესრულებას. 1 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტებზე არის ეს პრაქტიკა და მით უფრო 800 მილიონი დოლარის პროექტზე არის საუბარი. რატომ არის მიწების ფართობი დიდი? დიდი მიწა სჭირდება დიდ პროექტს. მათ შორის დიდი ფართობები გადაეცათ “დარიალი ჰესის” და ანაკლიის პორტის პროექტების ინვესტორ კომპანიებს,” – განაცხადა ნათია თურნავამ