„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ბევრ ადამიანს სურს, რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლა და აქციაში მონაწილეობა.
“14:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე დავიწყებთ შეკრებას” – ხვალ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართება
თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციას ქუთაისიდან შეუერთდებიან. აქციის მონაწილეები ქუთაისიდან თბილისისკენ ორგანიზებულად გამოემგზავრნენ.
ცნობილია, რომ აქციებს განგრძობადი სახე ექნება და მოქალაქეები თბილისში დასარჩენად ემზადებიან.