მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა საზოგადოებრივმა მოძრაობა „ლელომ“ „ღია კარის“ პროექტი დაიწყო.
ის მხარდამჭერებს შეხვდა და პარტიაში გაწევრიანების მსურველები პირადად დაარეგისტრირა.
„ეს არის ადგილი, სადაც რიგითი მოქალაქეები შეგვხვდებიან, გაწევრიანდებიან ჩვენს პარტიაში და ერთად დავგეგმავთ გამოსავლის გზებს, რომელიც ამ ქვეყანას ასე სჭირდება. „ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მე-19 საუკუნესაც კი არ შევადარებ, საერთოდ ქვის ხანაში ვართ - მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე თვლის, რომ ქვეყანაში ბევრი რამ, არა სახელმწიფო, არამედ კერძო საკუთრებაში უნდა იყოს
ბიზნესმენის თქმით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა ნიჰილიზმის დაძლევაა.
„ ყველაზე მთავარი პრობლემა და გამოწვევა ქვეყნისთვის არის ნიჰილიზმის დაძლევა, ეს არის იმ მდგომარეობის დაძლევა, სადაც
ადამიანები ამბობენ – გვეშველება რამე?! ეს სიტყვა უნდა ამოვაღებინოთ ლექსიკონიდან. ჩვენ ნამდვილად გვეშველება თუ ვიდგებით ერთად, თუ ამ უსამართლობას დავძლევთ ერთიანად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პატრიარქმა „ლელო“ დალოცა
მამუკა ხაზარაძემ პატრიარქს სამომავლო გეგმები გააცნო.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” პრეზენტაცია 12 სექტემბერს გაიმართა. მამუკა ხაზარაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გუნდის წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს. პარტია ოფიციალურად 12 დეკემბერს დაფუძნდება, იგეგმება „ლელოს“ ოფისები რეგიონებში გაიხსნაც.