LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამდვილი დეტექტივის“ ფინალმა კინოკრიტიკოსებიც შოკში ჩააგდო 

243
ნამდვილი დეტექტივი

როგორც მოსალოდნელი იყო სერიალ „ნამდვილი დეტექტივის“ ახალმა სეზონმა, სახელწოდებით „ღამის ქალაქი“, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. პირველი, რაც უნდა ითქვას, მსახიობების, ჯოდი ფოსტერის და კალი რეისის არაჩვეულებრივი კოლაბორაციაა, რომელმაც კრიტიკოსთა მხრიდან უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა. ამას ემატება  დეტექტივისთვის დამახასიათებელი მუქი ფერები, რაც წინა სეზონთან შედარებით, კიდევ უფრო მკვეთრია. სერიალში ფაქტობრივად სულ ღამეა. სიუჟეტის მიხედვით სიუჟეტი ალასკაში, გამოგონილ ქალაქში სახელად ენისი ვითარდება, როცა მეცნიერ  მკვლევართა ჯგუფის ექვსი წევრი, მოულოდნელად იკარგება. 

„ნამდვილი დეტექტივის“ ახალი სეზონის პროდიუსერი, ისლა ლოპესია, რომელმაც ყველა დეტალი ვერ გათვალა. მაგალითად აღშფოთებას ვერ მალავს სცენარის ავტორი ნიკოლას პიცოლატო, რომელიც მიიჩნევს, რომ პროდიუსერი გასცდა ავტორის ჩანაფიქრს.

მწერალი ღია პოსტს უძღვნის ისლა ლოპესის პროდიუსინგით შექმნილ ახალ სეზონს და ამბობს, რომ მას ორიგინალთან  საერთო არაფერი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სერიალმა პირველი და მესამე სეზონების რეიტინგი ვერ გაიმეორა, კინოკრიტიკოსთა მხრიდან მას უმაღლესი შეფასება აქვს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები