LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წლის  ჯოდი ფოსტერი „ნამდვილი დეტექტივის” ახალ თრეილერში უჩვეულოდ შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა

215
ჯოდი-ფოსტერი

კომპანია HBO-მ სერიალის „ნამდვილი დეტექტივი“ მეოთხე ნაწილის ოფიციალური თრეილერი გაავრცელა. ახალი პროექტის სახელწოდებაა „ნამდვილი დეტექტივი: ღამის ქალაქი“ და მასში მთავარ როლს ჯოდი ფოსტერი ასრულებს.

„კრავთა დუმილის“ ვარსკვლავი სერიალში დეტექტივ ლიზ დენვერსს განასახიერებს, რომელსაც პარტნიორობას უწევს ევანჯელინ ნავარო. ქალი გამომძიებლები 8 გაუჩინარებული მამაკაცის საქმეს იძიებენ.

სერიალის პირველ თრეილერში ჯოდი ფოსტერი საოცრად შეცვლილია. 60 წლის ოსკაროსანი მსახიობი ახალ პროექტში ჭაღარა თმით ჩნდება.

„ნამდვილი დეტექტივის“ მეოთხე სეზონში მთავარ როლს ჯოდი ფოსტერი შეასრულებს

,,კანის კინოფესტივალზე” საპატიო „ოქროს პალმის რტო“ წელს ჯოდი ფოსტერს გადაეცემა

ფოტო: ჯოდი ფოსტერმა საყვარელი მეუღლე, ალექსანდრა გამოაჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები